დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, „მარშრუტის 50% ბასლაინზე იქნება, რაც გაცილებით მარტივს გახდის სტუდენტთა გადაადგილებას“.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაინიშნება კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურამდე მოემსახურება რუსთაველებს. ჯამში, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ხუთი სხვადასხვა გეზით იმოძრავებს.

მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით – ,,რუსთავი ქარდით“, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ბარათებითაა შესაძლებელი. გათვალისწინებულია საშეღავათო პაკეტი სტუდენტებისთვის, მგზავრობა უფასოა შშმ პირებისთვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია