GCCA-ის მიერ საჯარო სკოლებში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების გაძლიერების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო სექტორში, მიმდინარე თვის პერიოდში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრები შედგა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამომხმარებლო უფლებების დაცვის მიზნით, სმენის არმქონე და სმენადაზიანებულ ბავშვთა თბილისის #203 საჯარო სკოლის და უსინათლო ბავშვთა თბილისის #202 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან - რუსთავის ქართულ-აზერბაიჯანული მე-18 სკოლის მოსწავლეებთან.

„სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, სკოლის მოსწავლეებმა, GCCA-ის წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს - რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე და ონლაინ ყიდვის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ. ასევე, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, რა არის კონკურენცია, რას უწყობს ხელს და როგორ იცავს კონკურენციის კანონი მომხმარებელს. შეხვედრების ფარგლებში, ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ნაჩვენები იყო GCCA-ის მიერ ჟესტურ ენაზე მომზადებული ვიდეო მასალები და ბრაილი შრიფტით მომზადებული საინფორმაციო ბროშურები.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები, GCCA-ის მიერ გაწერილი სტრატეგიის ფარგლებში, 2025 წელს აქტიურ რეჟიმში იგეგმება. პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების - შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე ინკლუზიური, ინფორმირებული და სამართლიანი საზოგადოების ფორმირებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება