სახალხო დამცველი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ურს დანიელ ენგელსს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის მანდატზე და უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ხაზი გაუსვეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ზედამხედველობის საკითხებს და ამ მიმართულებით აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება