თემურ მღებრიშვილი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმზე 23 თებერვლიდანაა გადასული - როგორც გურიაში, ისე იმერეთსა და აჭარაში მუდმივად მიმდინარეობს თოვლისგან გაწმენდის პროცესი

23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო, გაძლიერებულ რეჟიმზე - როგორც გურიაში, ასევე იმერეთში და აჭარაში სრულად არის მობილიზებული სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშაობის პროცესი, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.

მისივე თქმით, გურიაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან ბურანების საშუალებით მისვლა.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საგანგებო თათბირი ჩატარდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით - დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტია, ის ლოკაციები, რომელიც გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან კონტაქტი ბურანების საშუალებით. ადგილზე მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო. ასე ჯგუფებად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას, საკვების მიწოდებას. აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანების სოფლებიდან გამოყვანას, თუ არის მომართვიანობა ავადმყოფის [შესახებ] და ა.შ. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები. ამ დროისთვის, აქტიურად გრძელდება სოფლებში გადაადგილება და გუშინ გაწერილ გეგმას მივყვებით.

23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო, გაძლიერებულ რეჟიმზე. როგორც გურიაში, ასევე იმერეთში და აჭარაში სრულად არის მობილიზებული სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშაობის პროცესი“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა