ბადრი ჯაფარიძე - ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის შესაჩერებლად მიღებული კანონის დღეს ინიცირება საქართველოში, მეტყველებს სრულ არაადეკვატურობაზე

ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის შესაჩერებლად [აშშ-ში] მიღებული კანონის დღეს ინიცირება საქართველოში, თავისთავად მეტყველებს სრულ არაადეკვატურობაზე და სულ სხვა მიზნებზე, ვიდრე გამჭვირვალეობა და ჩვენ მიმართ მტრული ქვეყნის პროპაგანდის შეჩერებაა , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “ქართული ოცნების” მიერ ამერიკული “ფარას” თარგმანის დაინიცირებას გამოეხმაურა.

ჯაფარიძის თქმით, “ქართული ოცნების” მიზანი პარტნიორებთან საქართველოს დაშორებაა.

“ქართული ოცნების” მიზანია, ქვეყანა მთლიანად მოაქციოს იზოლაციაში, ქვეყანა სრულად დააშოროს ევროკავშირს, დააშოროს პარტნიორებს. ეს არის “ქართული ოცნების” მიზანი.

“ფარას” რაც შეეხება, ეს კანონი 1938 წელს იქნა მიღებული შეერთებული შტატების მიერ ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის შესაჩერებლად და პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ის აპირებს ამ კანონის გაუქმებას. ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის შესაჩერებლად მიღებული კანონის დღეს ინიცირება საქართველოში, თავისთავად მეტყველებს სრულ არაადეკვატურობაზე და სულ სხვა მიზნებზე, ვიდრე გამჭვირვალეობა და ჩვენ მიმართ მტრული ქვეყნის პროპაგანდის შეჩერებაა”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” ფარას სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელით პარლამენტში 24 თებერვალს დააინიცირა. პროექტში გადმოტანილია ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება