დავით მათიკაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე - ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა - საღი აზრის პოლიტიკა, რომელიც აშშ-დან მოემართება, ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებამდე აუცილებლად მიაღწევს

ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა - აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება და საღი აზრის პოლიტიკა, რომელიც აშშ-დან მოემართება ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებამდე აუცილებლად მიაღწევს , - ასე უპასუხა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, გერმანიის განათლების სამინისტრომ საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება "გაყინა".

მათიკაშვილის თქმით, ამით კიდევ ერთხელ ცხადდება ის გარკვეული ზეწოლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე მიმდინარეობს.

"ზეწოლა იმ ქვეყნის მხრიდან მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მეგობარია. ისტორიულად ჩვენ და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც განათლებისა და სამეცნიერო კუთხით არსებული პროგრამების ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის მექანიზმად გამოყენება ხდება.

ნათელია, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია, რომელიც იყო უკრაინაში ომის დაწყებასთან, საქართველოს ამ ომში არჩართვასთან და რუსეთისთვის სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით, ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენიტეტი და ოჯახური ღირებულებები ჩვენი სამშობლოსთვის არის მთავარი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი