გიორგი ვაშაძე - არაფერი, გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნებისა ახალი წესებით, არ დევს მაგიდაზე - იქნება კიდევ უფრო მყარი და მკაფიო მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან

გვესმის, რომ დიდი გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა ევროპაში, დასავლეთის ქვეყნებში უკრაინისა და ბევრი სხვა საკითხის გამო, მაგრამ დასავლეთი ამ ყველაფრიდან გაცილებით უფრო ძლიერი გამოვა, ვიდრე აქამდე იყო, რაც ნიშნავს ქართველი ხალხის გამარჯვების კიდევ უფრო მეტ გარანტიას, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციამ საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნას დაუდო საფუძველი.

“არაღიარების პოლიტიკიდან ახალი არჩევნების მოთხოვნამდე - ევროსაბჭოს რეზოლუციამ ამას დაუდო საფუძველი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ერთადერთი მესიჯი, რაც გვესმოდა, ეს იყო ახალი არჩევნები და ეს იყო ძალიან მკაფიო, რაც აქამდე არ იყო.

მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი - გვესმის, რომ დიდი გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა ევროპაში, დასავლეთის ქვეყნებში უკრაინისა და ბევრი სხვა საკითხის გამო, ახალი უსაფრთხოების ქოლგა, ახალი უსაფრთხოება, ახალი ეკონომიკური მოდელები, მაგრამ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთი ამ ყველაფრიდან გაცილებით უფრო ძლიერი გამოვა, ვიდრე აქამდე იყო, რაც ნიშნავს ჩვენი, თქვენი დემოკრატიული ძალების, ქართველი ხალხის გამარჯვების კიდევ უფრო მეტ გარანტიას.

კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ - გერმანიაში ახალი ხელისუფლებაა, რომელიც ძლიერი ევროპის მომხრეა, მკაფიო დემოკრატიული ევროპის მომხრეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ ჩვენს ერთიან პოზიციასთან ერთად - არაფერი, გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნებისა ახალი წესებით, არ განიხილება, არ დევს მაგიდაზე - იქნება კიდევ უფრო მყარი, მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება ეს ორმხრივი სანქციები, იქნება ეს პირდაპირი წნეხი თვითმარქვია ავტორიტარული რეჟიმის მიმართ, იქნება სხვა ნაბიჯები, რომელზეც გვქონდა საუბარი, რაზეც ღიად და საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.

საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენც გაძლიერებულები გამოვალთ და ევროპაც, ხოლო რაც შეეხება რუსეთუმეებს, მათი ადგილი სხვაგან იქნება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ