ანა დოლიძე - რასა იუკნევიჩიენესთან საუბარი იყო იმაზე, რომ არ ვაპირებთ რეჟიმთან შეგუებას - რეჟიმი უნდა იყოს მარტო, ვიდრე დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში

ევროკავშირის ინსტიტუტების ხაზი არის ცალსახა: “ქართული ოცნების” რეჟიმის აღიარება არ მომხდარა და არ მოხდება, ესეც გავიგეთ ამ შეხვედრაზე - რეჟიმი უნდა იყოს მარტო, სანამ დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში იყოს ყოველდღიურად.

“საქართველოს თემა, საქართველოში რეჟიმის არ აღიარება არის ის დღის წესრიგი, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ამისთვის რასა იუკნევიჩიენეს ვიზიტი თბილისში, როგორც საქართველოს შესახებ ევროკავშირში მომხსენებლის, მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მაღალი ეშელონები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ პროტესტი, წინააღმდეგობა, უკმაყოფილება რეჟიმის მიმართ არათუ მცირდება, არამედ ძლიერდება. მაგალითად, გურიის მაგალითზე ვხედავთ, რომ ჩვენს წინაშე არ არის ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია ელემენტარულად, ხალხის პრობლემები მოაგვაროს. ყველა ამ მიმდინარე საკითხზე იყო საუბარი და იმაზე, რომ არ ვაპირებთ რეჟიმთან შეგუებას. რეჟიმი უნდა იყოს მარტო, სანამ დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი