ანა დოლიძე - კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ქსელს ვქმნით

ჩემი ინიციატივაა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის შევქმნათ ქსელი, რომლის ამოცანა იქნება ყოველ ჯერზე არ გამოვიგონოთ ველოსიპედი, არამედ უკვე არსებული გამოცდილებით, უფრო სწრაფად გადავლახოთ ყველანაირი წინაღობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ბევრი საერთო აქვს.

"ვაგრძელებ შეხვედრებს ჩემს ბალკანელ კოლეგებთან, ერთად ვქმნით ქსელს კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და ურთიერთმხარდაჭერისთვის ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ კანდიდატ ქვეყნებს ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო და ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენნაირ მდგომარეობაში ათ წელზე დიდი ხანია არიან ბალკანეთის ქვეყნები. მაგ: სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო. ისინი გადიან ჩვენსავით ძალიან რთულ გზას იმისთვის, რომ მიაღწიონ ევროკავშირის გაწევრიანებას. ამ გზაზე მათ უწევთ ჩვენნაირად, სწორედ ჰიბრიდულ საინფორმაციო ომში ყოფნა, თავისუფლების და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ბრძოლა, ორგანიზება და ამავე დრო პროტესტებზე ფიქრი. ჩემი ინიციატივაა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის შევქმნათ ქსელი, რომლის ამოცანა იქნება ყოველ ჯერზე არ გამოვიგონოთ ველოსიპედი, არამედ უკვე არსებული გამოცდილებით, უფრო სწრაფად გადავლახოთ ყველანაირი წინაღობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღეს მე ამ ქსელის ფარგლებში ვესაუბრე კრისტინა ატოვსკა, ჟურნალისტს, ჩრდილოეთ მაკედონიიდან" , - განაცხადა ანა დოლიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ