რომან გოცირიძე - ყველა კრიზისული გამოვლინება აჩვენებს, რომ ხელისუფლება ისტორიულ სანაგვეზეა მოსასროლი - შტაბები მას შემდეგ შექმნეს, რაც მოქალაქეებმა თვითინიციატივა გამოიჩინეს, გამოკეტილი სხედან და ყავას სვამენ, შედეგი რა არის?

ყველა დიდი თუ პატარა კრიზისული გამოვლინება აჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება ისტორიულ სანაგვეზეა მოსასროლი, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ასეთი ხელისუფლების პირობებში „ვერც უამინდობის, ვერც დემოკრატიის, ვერც ეკონომიკის პრობლემა ვერ მოგვარდება“.

„ყველა დიდი თუ პატარა კრიზისული გამოვლინება აჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება ისტორიულ სანაგვეზეა მოსასროლი. ასეთი ხელისუფლების პირობებში ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრი, ვერც უამინდობის, ვერც დემოკრატიის, ვერც ეკონომიკის. ამ ერთმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი მას შემდეგ შექმნეს, რაც მოქალაქეებმა თვითინიციატივა გამოიჩინეს.

„ხელისუფლების უნარი ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება. ქვეყანაში რამდენჯერაც შეიქმნა პრობლემა, იმდენჯერ განიცადა კატასტროფული მარცხი. ფაქტობრივად, ეს არის იმ ადამიანების გაწირვა, რომლებიც ამ სტიქიების მსხვერპლია.

გამოჩნდა, რომ ხელისუფლება არ არსებობს, საქართველო არ არის ციმბირი, ეს არის ერთი პატარა კუთხე გურია იქნება თუ იმერეთი, სადაც მსგავსი უამინდობების თავიდან აცილებისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს მომენტალური რეაგირებისთვის, არაფერმა იმუშავა. შტაბები შექმნეს მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა თვითინიციატივა გამოიჩინეს. ქუჩის აქციებმა ქვეყანა გაზარდა. ხალხის გადასარჩენად დაირაზმა ხალხი. ამის შემდეგ შექმნეს რაღაც შტაბი. გამოკეტილი სხედან და ყავას სვამენ, შტაბის მუშაობის შედეგი რა არის?“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია