აფხაზეთის მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ეცნობიან

აფხაზეთის მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, დილიდან დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან, სადაც დევნილთა განსახლების ადგილები დაათვალიერეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე ეცნობიან.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან მგალობლიშვილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო ადგილზე არსებულ გამოწვევებს.

„დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები.

ზუგდიდში გამართა შეხვედრა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ, ფოცხოეწერში მცხოვრებ მოსახლეობასთან იმყოფებოდა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აბაშისა და სენაკის მოსახლეობას შეხვდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და ფოთში გაეცნო, ხოლო აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია მარტვილსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ დროებით დევნილებს შეხვდა.

ლევან მგალობლიშვილის ინიციატივით დროებით დევნილ მოსახლეობას, ყველა ლოკაციაზე, საჭიროების შესაბამისად, საკვები პროდუქტები გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამ დრომდე სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილავს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას.

იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე რეაგირება ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური კოორდინაციით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება