დონალდ ტრამპი - უკრაინას ავტომატური უსაფრთხოება ექნება

უკრაინას ავტომატური უსაფრთხოება ექნება იმით, რომ ამერიკელები იქ იშვიათ ლითონებს მოიპოვებენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება “უკრაინისთვისაც კარგი შეთანხმებაა, ვინაიდან იქ ჩაგვიყვანენ, იქ ვიმუშავებთ”.

“ადგილზე ვიქნებით და ამ მხრივ, ის ავტომატური უსაფრთხოება იქნება, ვინაიდან ვერავინ გაბედავს ჩვენი ხალხისთვის პრობლემების შექმნას, როდესაც იქ ვართ”, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწევს დათმობაზე წასვლა ომის დასასრულებლად.

კერძოდ, კითხვაზე, მოუწევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რაიმე „დათმობებზე“ წასვლა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებისას, აშშ-ს პრეზიდენტი პასუხობს: „დიახ”.

ტრამპი პუტინს ახასიათებს, როგორც "ძალიან ჭკვიან ბიჭს" და როგორც "ცბიერს".

ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი 28 თებერვალსაა დაგეგმილი, რომლის დროსაც იგეგმება იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გაფორმება.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ