ირაკლი კობახიძე - ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო, გზის გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს - ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული

ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო სამუშაოებსა და გზის გაწმენდის სამუშაოებს, ასევე, ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრიორიტეტები არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და სურსათით უზრუნველყოფა.

“ეს დღეები, იცით, რომ ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდის სამუშაოები, ამ დღეების განმავლობაშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარე სამყაროს და სამაშველო სამსახურებმა ამისთვის განსაკუთრებულად ინტენსიურად იმუშავეს. ახლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სოფლებისთვის, საკმაოდ ბევრია ასეთი სოფელი, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანებების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს გვქონდა მსჯელობა და აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.

იმედი გვაქვს ასევე ამინდის - ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო სამუშაოებსა და გზის გაწმენდის სამუშაოებს, ასევე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული.

პრიორიტეტები არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, სურსათით უზრუნველყოფა. კარგია ის, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა იმისა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ვერ მისულიყო სასწრაფოდ დახმარების ბრიგადა, შესაბამისად, აქაც მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული”, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს