უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საკვანძო პუნქტებს აქვეყნებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების 6 საკვანძო პუნქტს აქვეყნებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა “ტელეგრამის” პირად არხზე გამოაქვეყნა.

“დღეს მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც საჭიროა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად”, - წერს შმიგალი.

მან ასევე შეთანხმების ექვსი საკვანძო პუნქტი აღწერა.

  1. უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
  2. უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
  3. უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
  4. აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
  5. ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
  6. შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.

ასე რომ, არ გაჩნდება არავითარი წინააღმდეგობები ან შეუთავსებლობები ჩვენს ევროინტეგრაციულ ვალდებულებებთან”, - წერს შმიგალი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს