დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირის დაარსების მიზანი იყო აშშ-ს "დაზიანება" და საუბრობს ტარიფების დაწესებაზე

ევროკავშირის დაარსების მიზანი იყო შეერთებული შტატების „დაზიანება“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან.

„ევროკავშირი შეიქმნა იმისათვის, რომ დაეზიანებინა შეერთებული შტატები, ეს არის მისი მიზანი და მათ კარგად შეასრულეს ეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა ავტომობილებზე და სხვა საქონელზე 25%-იანი ტარიფის დაწესების გეგმებზე.

მისი თქმით, „მიიღო გადაწყვეტილება“ ტარიფების დაწესების შესახებ, რომელსაც „ძალიან მალე გამოაცხადებს“ და დასძინა: "ეს იქნება 25%, ზოგადად რომ ვთქვათ, და ეს იქნება მანქანებზე და სხვა რაღაცებზე", თუმცა არ დაუკონკრეტებია, გავრცელდება თუ არა ტარიფები ევროპულ იმპორტზე.

ამასთან, ტარიფებზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ევროკავშირი აშშ-სგან სარგებლობს.

”მათ ნამდვილად ისარგებლეს ჩვენგან”, - განაცხადა ტრამპმა ევროკავშირთან დაკავშირებით და დასძინა: "ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, ისინი არ იღებენ არსებითად ჩვენს სასოფლო პროდუქტებს".

ამასთან, ტრამპის თქმით, უყვარს ევროკავშირის ქვეყნები.

"ვფიქრობ, მე იქიდან ვარ რაღაც მომენტში... მაგრამ მე მიყვარს ევროპის ქვეყნები" , - განაცხადა მან.

კითხვაზე, რა მოხდება, როდესაც ევროკავშირი საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ტრამპმა უპასუხა, რომ შეუძლიათ სცადონ.

"მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და შეუძლიათ სცადონ, მაგრამ რიცხვები ვერასოდეს გაუტოლდება ჩვენსას. მათ შეუძლიათ შურისძიება, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს წარმატებული შურისძიება",-განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი