ევროკომისია ტარიფების დაწესებაზე დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს - ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს

ევროკომისიის განცხადებით, ბლოკი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობაში გაუმართლებელ ბარიერებზე.

Reuters-ის ინფორმაციით, კომისიის პრესსპიკერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ძალიან მალე გამოაცხადებს 25 პროცენტიან ტარიფს ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქტზე.

“ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის დაუსაბუთებელ ბარიერებზე, მათ შორის, როდესაც ტარიფები გამოიყენება სამართლებრივი და არადისკრიმინაციული პოლიტიკისთვის გამოწვევის შესაქმნელად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის დაიცავს ევროპულ ბიზნესს, მუშაკებსა და მომხმარებლებს გაუმართლებელი ტარიფებისგან.

ევროკომისიის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი და ინტეგრირებული ერთიანი ბაზრის შექმნით, ევროკავშირმა ხელი შეუწყო ვაჭრობას, შეამცირა ხარჯები ამერიკელი ექსპორტიორებისთვის და მოახდინა სტანდარტებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია 27 ქვეყანაში.

„შედეგად, აშშ-ის ინვესტიციები ევროპაში უაღრესად მომგებიანია. ევროპა მხარს უჭერს დიალოგს, ღიაობასა და ორმხრივობას. მზად ვართ პარტნიორობისთვის, თუ წესების მიხედვით ითამაშებთ. მაგრამ ჩვენ ასევე დავიცავთ ჩვენს მომხმარებლებს და ბიზნესს. ისინი ჩვენგან ამაზე ნაკლებს არ მოელიან“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი