ჯორჯია მელონი - უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები

უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა შეუძლებელია, თუ კიევს არ მიეცემა გარანტიები, რომ რუსეთი ქვეყანაში ხელახლა არ შეიჭრება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ რომში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საჭიროა ძალისხმევა უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის საფუძველი ჩასაყრელად, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები, რომ ეს აღარ განმეორდება“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს კონტექსტში უნდა განხორციელდეს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო სტრუქტურა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არც მყიფე იქნება და არც დროებითი, რათა აღარ იყოს რისკი იმისა, რომ ევროპა კვლავ შეიძლება ჩავარდეს ომის დრამაში. სხვა გადაწყვეტილებები, გულწრფელად რომ ვთქვათ, უფრო რთული და ნაკლებად ეფექტური მეჩვენება“, - აღნიშნა მელონიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება