ემანუელ მაკრონსა და ფრიდრიხ მერცს შორის პარიზში შეხვედრა გაიმართა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) - კანცლერობის კანდიდატის, ფრიდრიხ მერცის ინფორმაციით, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

"ძვირფასო ემანუელ მაკრონო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის და გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ნდობისთვის. ერთად ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ევროპისთვის დიდ წარმატებას მიაღწიონ", - წერს კონსერვატორი პოლიტიკოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელისეს სასახლეში გამართული სამსაათიანი საუბრის შემდეგ, ორივე პოლიტიკოსმა გამოავლინა სურვილი გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყონ.

„მოლაპარაკებები წარიმართა განსაკუთრებულად მეგობრულ ატმოსფეროში, მიღწეულია დიდი შეთანხმება რიგ საკითხებზე და ნაპოვნია მრავალი საწყისი წერტილი ერთობლივი ინიციატივებისთვის“, - აღნიშნულია ბლოკის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება