ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და მოსახლეობასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

მისვე ცნობით, მოსახლეობას გამოელია საკვები და ისინი დახმარებას ითხოვენ, თუმცა, იმის გამო, რომ გზები გაწმენდილი არ არის, მათთან მისვლა ვერ ხერხდება.

„ამ წუთის მონაცემებით გარე სამყაროს არის მოწყვეტილი სურების მხარე, ეს იქნება: ვანი, შუა სურები, ზემო სურები - გზა არ არის გაწმენდილი. მოგეხსენებათ ძალიან მაღალმთიანი ზონაა და იქ მყოფი ადამიანები ითხოვენ შველას. ასევე, არის სოფელი სამება, სადაც ურთულესი მდგომარეობაა. ასევე, სოფელ კალაგონში არიან მოხუცები ჩარჩენილი. მძიმე სიტუაციაა კოხნარსა და ზემო ხეთშიც. არცერთ სოფელში შიდა საუბნო გზა გაწმენდილი არაა. საკვების და მედიკამენტების პრობლემაც არის, რადგან ოჯახებს მარაგი უკვე ამოეწურათ. მოგეხსენებათ, ყველა სოფელში ჰყავთ პირუტყვი და მათთვისაც საკვები გამოელიათ, ვერ იღებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას. არიან ადამიანები, რომლებთანაც კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, რადგან ელექტროენერგია უკვე მერამდენე დღეა არ მიეწოდებათ. რაც მე ვიცი დაზიანებულია სამი სახლი. ახლა არ თოვს, მაგრამ თუ გაწვიმდა, სახურავებს 2 მეტრიანი თოვლის საფარი ადევს და არ გამოვრიცხავ, სახურავები ჩამოინგრეს. ამიტომ დროულად არის ზომები მისაღები. ჯარი არის ჩართული გაწმენდით სამუშაოებშიო, მაგრამ მე ამ ეტაპზე ჩოხატაურში ვერ ვხედავ, სად გადაადგილდებიან საინტერესოა“, - განაცხადა ბაჩო ახალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი