ირაკლი კობახიძე 20 ივნისის საქმეზე - საჭიროა, გამოძიებული იყოს, რატომ მოქმედებდა გიორგი გახარია მძიმე შედეგების გამომწვევი ფორმებით - შეიძლებოდა უფრო რბილი ფორმით რეაგირება, ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე

არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა უფრო რბილი ფორმით რეაგირება, იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატაში, სადაც ამ საკითხზე ზეპირი მოსმენა 26 თებერვალს გაიმართება.

ირაკლი კობახიძის თქმით, საინტერესოა რა მიზეზით მოქმედებდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია „იმ ფორმებით, რა ფორმებითაც მოქმედებდა“.

„კითხვები ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა, არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა უფრო რბილი ფორმით რეაგირება, იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, პარლამენტის შენობის მიმართ. საინტერესოა, საჭიროა, რომ გამოძიებული იყოს, რატომ მოქმედებდა იმ ფორმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, რა ფორმითაც მოქმედებადა, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის, ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით მიმდინარე წლის 26 თებერვალს განიხილავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი