ირაკლი კობახიძე - ამერიკული „ფარას“ კანონი არის საკმაოდ უხეში - იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში კანონი დაიხვეწება და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა

იმედს გამოვთქვამ, რომ ამერიკული „ფარას“ კანონი პარლამენტში დაიხვეწება და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული „ფარას“ კანონი საკმაოდ უხეშია და საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

„ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული „ფარას“ კანონის მიმართ. ეს არის საკმაოდ უხეში კანონი. მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული „ფარას“ კანონი დაიხვეწება და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა. ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას“ ინიცირება იყო რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს, ბუნებრივია, არის პარლამენტის საქმე,“ - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი