რუსებმა უკრაინას 166 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 11 ოლქში 90 დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა, 27 თებერვლის ღამეს, უკრაინას „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 166 დრონით შეუტიეს, მათგან 162-მა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 90 დრონი ჩამოაგდეს, 72 კი - ლოკაციურად დაიკარგა.

უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის ორიოლის, ბრიანსკის, მილეროვოს, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკი ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.

მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი