დოდო გვაზავა - დღეს თოვა უნდა შეწყდეს დასავლეთ საქართველოში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით - მოსალოდნელია ყინვების მკვეთრი გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში თოვა შეწყდება, თუმცა ღამით ყინვა მოიმატებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, 8-9 მარტამდე იქნება „სითბოს მგრძნობელობა, მაგრამ ამასთან ერთად ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი“.

„დღეს, 16:00 საათიდან თოვა უნდა შეწყდეს დასავლეთ საქართველოში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ცივი ჰაერის მასები, რომელიც ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ვრცელდებოდა მთელ საქართველოში, იწვევდა ძლიერ თოვას ცალკეულ რეგიონში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

ღამე ყინვები მოიმატებს, კახეთში ყინვა იყო -8, -9 გრადუსი, კიდევ უფრო მომატებას ვფიქრობთ. დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ამ საღამოს ყინვების მკვეთრი გაძლიერება.

ხვალ დილით, გაყინული ჰაერის მასა მზის ხარჯზე დაიწყებს გათბობას, მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში იქნება 1-დან 6 გრადუსამდე, მაღალ მთებში მოსალოდნელია -7 და -2.

28 თებერვალს უნალექო ამინდი მთელი დღე შენარჩუნდება, იქნება მზიანი ამინდი. 1-ელ მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამე ყინვები შემცირდება. 2 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 1-ელ, 3-4 მარტს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელი ნალექი თოვლის სახით, ყინვები შერბილდება და დღისით ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. მთლიანი გამოდარება, უნალექო და თბილი ამინდი ჯერ მოსალოდნელი არ არის.

8-9 მარტამდე იქნება სითბოს მგრძნობელობა, მაგრამ ამასთან ერთად ცალკეულ რაიონებში ნალექი იქნება“,- აღნიშნა დოდო გვაზავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი