სემეკის გადაწყვეტილებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-ზე შენარჩუნდა, ხოლო დადგმული სიმძლავრით ათვისების კოეფიციენტი 20%-მდე გაიზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-ზე შენარჩუნდა, ხოლო დადგმული სიმძლავრით ათვისების კოეფიციენტი 20%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე განიხილა საკითხი, რომელიც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელისთვის, ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის 100 კვტ-მდე შემცირებას შეეხებოდა.

საკითხის დეტალურად შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გამანაწილებელ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-ზე შენარჩუნდა. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიკროელექტროსადგურების დატვირთვის დადგენილი ზღვარი 20%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებაზე, დადგმულ სიმძლავრეზე შეზღუდვა არ ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი მოინდომებენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვებასა და შესაბამისად მასთან დაკავშირებული დარიცხვის სისტემით (ე.წ. „Net Metering“-ით) სარგებლობას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება