მამუკა მდინარაძე - ვნახეთ „ენეჯეო“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების „აღშფოთება“: „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება“ - ეს მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია, საერთო შეფასება „ნაცობა“ ასოცირდება ტყუილთან

ვნახეთ „ენეჯეო“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების „აღშფოთება“: „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება“, ეს ცალსახა მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია, საერთო შეფასება „ნაცობა“ ასოცირდება ტყუილთან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, გერმანიის განათლების სამინისტრომ საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება „გაყინა“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ეს იყო სპეკულაცია და ტყუილი“.

„ისეთი მოცემულობა იყო, წინადადება დაიწერა სპეციალურად ისე, რომ ვიღაცას ჰგონებოდა, თითქოს ეს ეხება კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ესეც კი არ შეიძლება იყოს პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს შესწევს ძალა დააფინანსოს ასეთი შეწყვეტა თუ მოხდა, მაგრამ ასეთი არ მომხდარა.

ვნახეთ, „ენეჯეოების“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების „აღშფოთება“: „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება“, ეს ცალსახა მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია, საერთო შეფასება „ნაცობა“ ასოცირდება ტყუილთან“,- აღნიშნა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მან ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა რომ "სამწუხაროდ, პაველ ჰერჩინსკი დღესაც იმყოფება და მოქმედებს იმ მიმართულებით, რასაც "დიფ სთეითის" დავალებები ჰქვია.

„სამწუხარო რეალობა ეს არის. პერსონალურად ნამდვილად არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ იქ მუშაობს და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები, მისი ხელმძღვანელები ასეთ მითითებებს იძლევიან და ის კაციც ასრულებს ამ მითითებებს, ბუნებრივია",- აღნიშნა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.

„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში - საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“, - წერს პეტერ ფიშერი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი