პროკურორი - დავით ხომერიკს გამზადებული ჰქონდა ცეცხლგამჩენი მოწყობილობა, რომლის გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა ნებისმიერი პირისთვის ჯანმრთელობის დაზიანებით მძიმე შედეგი გამოეწვია

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობისთვის, აქციაზე დაკავებული დავით ხომერიკის საქმის პროკურორის ინფორმაციით, „ხომერიკს გამზადებული ჰქონდა ცეცხლგამჩენი მოწყობილობა, რომლის გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა ნებისმიერი პირისთვის ჯანმრთელობის დაზიანებით მძიმე შედეგი გამოეწვია“.

როგორც პროკურორმა ვაჟა თოდუამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ განუცხადა, დავით ხომერიკი პოლიციამ თავდაპირველად მიმდინარე აქციების დროს, გზის გადაკეტვის მოტივით ადმინისტრაციული წესით დააკავა და სწორედ ადმინისტრაციული წესით დაკავებისას აღმოუჩინეს ცეცხლგამჩენი მოწყობილობები, რომელიც, პროკურორის თქმით, გამზადებული იყო გამოყენებისთვის.

პროკურორის განცხადებითვე, ექსპერტი დასკვნაში პირდაპირ მიუთითებს, რომ “ეს არ არის უბრალოდ ბოთლში არსებული სითხე, ეს არის ცეცხლგამჩენი მოწყობილობა”.

“დავით ხომერიკი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით. პირადი გასინჯვის შედეგად აღმოჩენილი იქნა ცეცხლგამჩენი მოწყობილობები. მასზე დაინიშნა ექსპერტიზა. [ამოღებული ნივთიერებიდან] იყო შუშის ბოთლები, მასში მოთავსებული აალებადი სითხით. ასევე ამ ბოთლებზე შემოხვეული იყო ნაჭრების ე.წ. ფითილი, რომელზეც დასხმული იყო აალებადი ნივთიერება. ექსპერტმა შეაფასა აღნიშნული ნივთიერება, რომ ეს იყო ცეცხლგამჩენი მოწყობილობა და მიუთითა დასკვნაში. დაიკითხებიან დასკვნის შემდგომი ექსპერტები და დასკვნის თაობაზე ინფორმაციას მიაწოდებენ სასამართლოს. რამდენიმე ბოთლი ამოიღეს, თუმცა სამი ბოთლი იყო ცეცხლგამჩენი მოწყობილობა”, - განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი