ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის 6 მარტის სამიტზე მიიწვიეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული.

სამიტი 6 მარტს გაიმართება და მასზე ევროპის თავდაცვისა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ.

ანტონიო კოსტა წერს, რომ სამიტი ფოკუსირებული იქნება უახლოეს მომავალში პირველი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რათა ევროპა გახდეს „უფრო სუვერენული, უფრო უნარიანი და უკეთ მომზადებული თავისი უსაფრთხოების ამჟამინდელი და მომავალი გამოწვევების წინაშე“.

რაც შეეხება უკრაინას, წერილში აღნიშნულია, რომ აის „ახალი იმპულსი“, რომელიც უნდა მოჰყვეს ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას.

„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა იმაზე, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას და რა პრინციპებს უნდა მივყვეთ მომავალში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უსაფრთხოების გარანტიებში შესაძლო ევროპული წვლილისთვის, რაც აუცილებელი იქნება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ევროპული საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ბრიუსელში მოვიწვიე, რათა ერთად განვიხილოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“, - წერს ანტონიო კოსტა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში