იუმორისტი ქართლოს ნატროშვილი სასამართლოზე - ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე, რომ არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია - ჩემში ჯერ მიშა „გავარდა“ და მერე წავედი მე აქციაზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუმორისტი ქართლოს ნატროშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატროშვილს მიმდინარე აქციებზე გზის გადაკეტვას ედავება.

როგორც შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე აღნიშნა, არსებობს კადრები, სადაც ჩანს ქართლოს ნატროშვილის მხრიდან გზის გადაკეტვა. აღნიშნული კადრები დღეს სასამართლო პროცესზეც გამოიკვლიეს. შსს-ს წარმომადგენელმა მოსამართლეს ნატოშვილის ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნობის შუამდგომლობით მიმართა.

დაცვის მხარის თქმით, კი ნატროშვილის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების საფუძველი არ არსებობს, ამიტომ სასამართლოში იშუამდგომლა, რომ ნატროშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცემოდა.

თავად ქართლოს ნატროშვილის თქმით, გზის გადაკეტვის მოტივით ის უკვე ორჯერ არის დაჯარიმებული 5 000-5 000 ლარით 11-13 თებერვალს. ამჯერად კი, მას შსს ედავება გასული წლის ნოემბერში პარლამენტთან გზის გადაკეტვას, როდესაც მისვე თქმით, “პარლამენტში თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობდა”.

“ლირიული გადახვევა მინდა გავაკეთო ბატონო მოსამართლე. 28 ნოემბერს, ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე, რომ არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩემში ჯერ მიშა "გავარდა" და მერე წავედი მე აქციაზე”, - მიმართა ქართლოს ნატროშვილმა მოსამართლე კობა ჩაგუნავას.

საბოლოოდ კი, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შსს-ს შუამდგომლობა გაიზიარა და იუმორისტ ქართლოს ნატროშვილს ამჯერად, 500 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!