გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ბევრი ელჩი საქართველოში და ბოლო დროს, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი არამხოლოდ პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, არამედ ძალიან ცუდ როლს თამაშობს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში

სამწუხაროდ, ბევრი ელჩი საქართველოში და ბოლო დროს, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი არამხოლოდ პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, არამედ ძალიან ცუდ როლს თამაშობს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში - ფარდა ჩამოხსნილია, ბატონო ელჩო, ყველამ კარგად იცის, გიცანით, ვინ არის თქვენი ევროკავშირი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკი ნაცვლად დიპლომატიური ენით საუბრისა და ურთიერთობების დალაგებისა, „უხეშად ერევა ქართულ პოლიტიკაში, 1 მილიონ 120 ათას ადამიანს არჩევანს უწუნებს და ოპოზიციას, ეუბნება და აგულიანებს, რომ რადიკალური პროცესები დემოკრატიაა“.

„არადა, ევროკავშირის ელჩის პირდაპირი ფუნქცია არის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დაალაგოს და დიპლომატიურ ენაზე ისაუბროს - ნაცვლად დიპლომატიური ენით საუბრისა და ურთიერთობების დალაგებისა, ვხედავთ, რომ უხეშად ერევა ქართულ პოლიტიკაში, 1 მილიონ 120 ათას ადამიანს არჩევანს უწუნებს და რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, დაფინანსება შეუწყვიტეს, ეუბნება და აგულიანებს, რომ რადიკალური პროცესები თურმე დემოკრატია ყოფილა”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირის ელჩის კახეთში დაგეგმილ ვიზიტსა და ახალგაზრდებთან შეხვედრას.

„ბატონ ჰერჩინსკის არა მგონია, რომ ამ შემთხვევაში კახეთის რეგიონში რაიმე პოზიტივი ელოდებოდეს. მგონი სჯობს, მან კომენტარი გააკეთოს დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის იმ ბრძანებებზე, განცხადებებზე და უკრაინის ომთან დაკავშირებით იმ რეზოლუციებზე, რომელზეც გაეროში პირდაპირ ეხმალავა ევროკავშირი ამერიკას. ახლა კახეთში რატომ ჩადის, რომ ევროკავშირმა და ამერიკამ რეზოლუციებით რომ იხმალავეს, ევროკავშირი უფრო კარგია და ამერიკა უფრო ცუდი? - ამ ანტიამერიკული განცხადებებისთვის ჩადის? ასე რომ, ფარდა ჩამოხსნილია, ბატონო ელჩო, ყველამ კარგად იცის - გიცანით, ვინ არის თქვენი ევროკავშირი. შესაბამისად, ქართული საზოგადოება მომწიფებულია პოლიტიკურად და ვეღარ მოატყუებთ იმას, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა.

ევროკავშირის ელჩი ამ ყველაფრით არამარტო ქართულ, არამედ ამერიკის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, რადგან ქართული საზოგადოების მსგავსად ამერიკული საზოგადოებაც არ დადგა „დიფ სთეითის” მხარეს და უარი უთხრა ლგბტ პროპაგანდას და ომს ევროკავშირის ელჩისგან განსხვავებით”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი