„სელფი მობაილის“ კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე მსოფლიო მობილურ კონგრესზე Vodafone-ის V-Talk სესიაში მიიღებს მონაწილეობას

„სელფი მობაილის“ კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) Vodafone-ის V-Talk სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიო ტელეკომის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური კონგრესი ყოველწლიურად ბარსელონაში იმართება.

„მარიამ კოპაძე Vodafone-ის ციფრული მიმართულების დირექტორთან, ემრე ურგუნთან ერთად, ისაუბრებს თემაზე: „მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა Vodafone -ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით: პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და თანამედროვე ინოვაცია”. საქართველოს და რეგიონალურ ტელეკომ სფეროში „სელფი მობაილი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც Vodafone -ის ცნობილი ლოიალობის პროგრამის ადგილობრივი ბაზრისთვის ადაპტაცია მოახდინა. Vodafone -ის ლოიალობის პროგრამა, რომელიც წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე, „სელფი მობაილის“ მომხმარებელს სთავაზობს მრავალ ექსკლუზიურ მომსახურებას, მათ შორის: სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები: მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებით წამყვან საკვებ ობიექტებში, სავაჭრო მაღაზიებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე; ექსკლუზიური შეთავაზებები: მომხმარებელს აძლევს წვდომას პოპულარულ აპლიკაციებზე, ტოპ ბრენდებზე, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებზე; მუდმივი სიახლეები: მომხმარებელი მუდმივად მიიღებს განახლებად, უახლეს შეთავაზებებს.

ლოიალობის პროგრამის პერსონიზებული ბენეფიტებით სარგებლობისთვის, საკმარისია „სელფის“ აპლიკაციაში MyCellfie ღილაკზე ერთი დაჭერით იხილოთ შეთავაზებები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„სელფის“ ცნობითვე, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ტელეკომ სფეროს მოყვარულებს, შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ V-Talk სესიას ოთხშაბათს, 5 მარტს, 15:30 საათზე ბარსელონაში, Fira Gran Via, ჰოლი 3, სტენდი 3E11.

„ჩვენი პარტნიორობა Vodafone-თან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „სელფი მობაილი“ მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ, მათზე მორგებულ პროდუქტებს. მოხარული ვართ, რომ შევძელით ამ ინოვაციური გამოცდილების დანერგვა ქართულ ბაზარზე. მინდა, მადლობა გადავუხადო Vodafone-ის გუნდს MWC-ზე საუბრის შესაძლებლობისთვის და მოუთმენლად ველოდები განვიხილო ის მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა, რაც ლოიალობის პროგრამას აქვს „სელფი მობაილის“ მომხმარებელზე“,- განაცხადა მარიამ კოპაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო