Helio.AI „საქართველოს ბანკის“ ბიზნესმომხმარებლებს რეკრუტინგის პლატფორმაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში დახმარებას მათთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნის გზით უწევს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს სპეციალური პირობებით სთავაზობენ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბიზნესშეთავაზებებს Helio.AI-ის რეკრუტინგის პროგრამაზე. ფასდაკლება დაემატა.

ჰელიო შიდა სოფტია, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რეკრუტინგის პროცესების ავტომატიზაციას ახდენს და კომპანიებს თანამშრომლების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. პლატფორმის დახმარებით, კომპანიები დახარჯული დროის 70%-ს ზოგავენ და შერჩევის პროცესს 2-ჯერ უფრო სწრაფად მართავენ.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა განკუთვნილია ნებისმიერი ზომისა და საქმიანობის მქონე კომპანიებისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად ახალი თანამშროლმების აყვანა სჭირდებათ. ჰელიო 300-მდე ბრენდს, 6 ქვეყნის მასშტაბით ემსახურება.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 6 თვის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ამასთან, სისტემის გამოყენების პროცესში 24/7 მხარდაჭერა მიიღონ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ან ვებგვერდს www.bankofgeorgia.ge.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს შეთავაზებები საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, ბიზნეს 360-ის ნაწილია. ამ სივრცეში ხელმისაწვდომია ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესები საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენებენ, მათ შორისაა ბიზნესკურსები, ღონისძიებები, ბიზნესკურსები და სხვა რესურსები.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება