ადვოკატი - მზია ამაღლობელი „ვივამედიდან“ გაწერილია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს, მაგრამ პენიტენციურ სამსახურს არ გადაჰყავს

მზია ამაღლობელი ისევ „ვივამედშია“ - არ ვიცი, რა ხდება, ექიმების მიერ გაწერილია, ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს , - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.

როგორც ჯუბა ქათამაძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მზია ამაღლობელი „ვივამედში“ დღეს ნახა.

„მზია ამაღლობელი ისევ „ვივამედშია“, „ვივამედში“ ვნახე. არ ვიცი, რა ხდება, ექიმების მიერ გაწერილია, თვითონ ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს“, - აღნიშნა ჯუბა ქათამაძემ.

ცნობისთვის, საია-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ იგეგმებოდა მზია ამაღლობელის „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს