რუსეთის დაზვერვა - ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს - დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა

ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლისთვის. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

“ევროკავშირის პროგრამის Georgian Youth for Europe [ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის] ფარგლებში ახალგაზრდა ქართველებს 50 000 ევრომდე ოდენობის გრანტებს შესთავაზებენ “პროგრესული” პროექტების რეალიზაციისთვის. სახსრების გამოყოფის მთავარი კრიტერიუმია - ავტორების დასავლეთისადმი ლოიალურობა”, - ნათქვამია რუსეთის დაზვერვის განცხადებაში.

რუსეთის დაზვერვის თქმით, ევროკავშირი მზად არის დემონსტრაციების მონაწილეებს დღეში 120 ევრო გადაუხადოს.

“თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობას მნიშვნელოვანი სახსრები გადაეცა მანიფესტაციების შენარჩუნებისთვისა და კოორდინაციისთვის. დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითოეული მონაწილისთვის დღიური “სამუშაოსთვის” 120 ევროს გადახდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირგამომთხრელი აქციების დაფინანსების ევროკავშირის არხების დაბლოკვის მცდელობების შემთხვევაში, მუშავდება სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ნაღდი ფულის ჩატანის ვარიანტი”, - ნათქვამია რუსეთის დაზვერვის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადების თანახმად, “ბრიუსელს დაქვემდებარებული” ქართული და ევროპული მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებული არიან ბლოგერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, IT სპეციალისტებისთვის, საქართველოში გადასული რუსებისთვის “ტვინის გამორეცხვაზე” - ისტორიებით “ერთიან ევროპასთან თანამშრომლობის უპირატესობებზე” და “ქართული ოცნების” მიერ არჩეული “პოლიტიკის პრორუსული ვექტორის” ჩიხზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი