ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში 2-სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკაში არის გადაყვანილი.

ადგილზე აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მივიდა, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, კორპუსში 23 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა გაყვანა მოხდება უსაფრთხო ადგილზე. მინისტრის თქმით, შენობა ავარიულია.

“დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, მათ არაერთხელ შევთავაზეთ შენობის დატოვება. აღნიშნულ მოქალაქეებს სათანადო დახმარებას გავუწევთ. 28 ოჯახი იყო რეგისტრირებული, მაგრამ აქ 23 ოჯახი დაგხვდა, რომელსაც გავიყვანთ. მოქალაქეებს ქირით გაყვანას ვთავაზობთ”, - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

მოქალაქეების ნაწილი, შენობის დატოვების წინააღმდეგია. ნაწილი კი პირადი ნივთების გამოტანას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი