"საქართველოს ბანკის" მობილბანკი განახლდა - აპლიკაციას ახალი ფუნქციონალები დაემატა

"საქართველოს ბანკის" მობილბანკი განახლდა. აპლიკაცია, რომელიც 1.6 მილიონ მომხმარებელს ყოველდღიური ფინანსური თუ სხვა სახის საჭიროებების დისტანციურად, მარტივად მოგვარებაში ეხმარება, უკვე 8.0 ვერსიის სახითაა ხელმისაწვდომი. მისი შესაძლებლობები კი კიდევ უფრო გაიზარდა - მოხდა რედიზაინი, გაუმჯობესდა არსებული პროდუქტები და დაემატა არაერთი სრულიად ახალი პროდუქტი.

საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალ (8.0) ვერსიაში დაგხვდებათ:

  • სხვა ბანკის მონაცემებით რეგისტრაციის ფუნქციონალი;
  • უძრავი ქონების დაზღვევა;
  • ციფრული PLUS ბარათები;
  • ამექს ბარათის აღდგენის ფუნქციონალი;
  • ინვესტიციების განახლებული მოდული;
  • საგადასახადო დავალიანების ფუნქციონალი;
  • დამატებით 3 ენის (აზერბაიჯანული, სომხური და თურქული) არჩევის შესაძლებლობა;

ამას გარდა, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მთავარ გვერდს შეეხო. მომხმარებელს უკვე შესაძლებლობა აქვს, მთავარ გვერდზე გამოიტანოს სასურველი ფუნქციონალები და პროდუქტები. ამასთან, კიდევ უფრო ინტუიციური და მოსახერხებელი გახდა გადახდებისა და შეთავაზებების გვერდებზე სხვადასხვა ტრანზაქციისა თუ ოპერაციის შესრულება.

„ციფრულ არხებში თითოეულ ფუნქციონალსა და პროდუქტს ჩვენ მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით ვქმნით ან ვაახლებთ. შედეგად კი უკვე გვაქვს ინოვაციური, სწრაფი, მრავალფეროვანი ფუნქციონალების მქონე მობილბანკი, რომელმაც მსოფლიოში საუკეთესო მობილბანკის ტიტული უკვე დაიმსახურა. ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენს სწრაფვაზე ინოვაციურობისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისადმი. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, "საქართველოს ბანკის" ციფრული მიმართულების ხელმძღვანელმა.

აღმოაჩინეთ განახლებული მობილბანკის შესაძლებლობები ამ ბმულით.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის