მარკ რუტე - შესანიშნავი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, აშშ და ნატო ძლიერდებიან - რაც შეეხება უკრაინას, მოკავშირეები დამატებით მილიარდებს ამზადებენ დახმარებისა და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში

შესანიშნავი იყო დონალდ ტრამპთან საუბარი - ნატო-ს წევრები დამატებით მილიარდებს ამზადებენ უკრაინის დახმარებისთვისა და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ასევე, რუტე საუბრობს აშშ-ისა და ნატო-ს გაძლიერებაზე.

“შესანიშნავი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან. შეერთებული შტატები და ნატო ძლიერდებიან. ნატო-ს მოკავშირეები სწრაფად მოქმედებენ, რათა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვაში. დიდი ზრდებია დაანონსებული და სხვებიც მოჰყვება.

უკრაინას რაც შეეხება, მოკავშირეები დამატებით მილიარდებს ამზადებენ დახმარებისთვის და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში”, - წერს რუტე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება