კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს სიტყვა შეუსწორა უკრაინისადმი ბრიტანული მხარდაჭერის შესახებ და განაცხადა, რომ „ეს იყო საჩუქარი“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ კირ სტარმერსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა ცოტათი „დაძაბული“ გახდა, რადგან „ჩვენ გვინდოდა გვქონოდა ცოტა რამ, ის, რაც ევროპულ ქვეყნებს ჰქონდათ“.

„იცით, ისინი ფულს გასცემენ და იბრუნებენ ფულს. ჩვენ არ ვიღებთ ფულს უკან“, - განაცხადა ტრამპმა უკრაინის დახმარებაზე საუბრისას, რა დროსაც კირ სტარმერმა სწრაფად შეუსწორა სიტყვა ტრამპს:

„ჩვენ ყველაფერს არ ვიბრუნებთ. ვგულისხმობ, საკმაოდ ბევრი საჩუქარად გადაეცა. იყო გარკვეული სესხები, მაგრამ ძირითადად, ფაქტობრივად, ის იყო საჩუქრად გაცემული" , - უპასუხა სტარმერმა.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ჰგავდა მომენტს, რომელიც კვირის დასაწყისში მოხდა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სცადა შეესწორებინა ტრამპისთვის განცხადებები უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერის შესახებ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი