კაია კალასი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის განცხადებებზე - ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს- ეს არის რუსული ნარატივი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ნატო-ში გაერთიანებისკენ უკრაინის სწრაფვა იყო და რომ უკრაინას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება დაივიწყოს, რუსეთის ნარატივების გამეორებაა.

„ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის რუსული ნარატივი, რომელიც არ უნდა „ვიყიდოთ“. რატომ ვართ ნატო-ში? იმიტომ, რომ რუსეთის გვეშინია. ერთადერთი, რაც ნამდვილად მუშაობს - უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც მუშაობს - არის ნატო-ს ქოლგა,” – აღნიშნა კალასმა Agence France-Presse-თან ინტერვიუში.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომაზე საუბრისას კალასმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა არ უნდა მიიღოს ის, რაც სურს.

„ჩემი კითხვაა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მან უკვე გააკეთა - შეუტია უკრაინას, მოახდინა ტერიტორიის ანექსია, ტერიტორიის ოკუპაცია და ახლა დამატებით რაღაცის შეთავაზება? წარმოიდგინეთ, აქ, ამერიკაში, 11 სექტემბრის შემდეგ ოსამა ბინ ლადენთან რომ დამსხდარიყავით და გეთქვათ: „კარგი, კიდევ რა გინდა?“ ვგულისხმობ, რომ ეს წარმოუდგენელია“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.

„შეგიძლიათ დაივიწყოთ (ნატო-ში გაწევრიანება). ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის პირველ სხდომაზე, როდესაც ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს უკრაინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი