Reuters - გერმანელი კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები კოალიციის ჩამოყალიბებაზე საცდელ მოლაპარაკებებს იწყებენ

გერმანიის კონსერვატიული ბლოკის - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) და “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის მაღალი თანამდებობის პირები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საცდელ მოლაპარაკებებს დღეს დაიწყებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული ბლოკის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სურს მთავრობა აღდგომამდე 20 აპრილს შეიქმნას.

Reuters-ი წერს, რომ კონსერვატორებსა და მესამე ადგილზე გასულ „სოციალ-დემოკრატებს“ შორის კოალიცია არის ერთადერთი მათემატიკური შესაძლებლობა მთავრობის ფორმირებისთვის, თუ ყველა მხარე დაიცავს ვალდებულებას, არ მართოს ქვეყანა პარტიასთან - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - ერთად, რომელიც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

საცდელი მოლაპარაკებები, რომელშიც თითოეული მხარის ცხრა მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობს, მოგვიანებით შეიძლება უფრო დეტალურ დისკუსიებში გადაიზარდოს ოთხწლიანი საკანონმდებლო დღის წესრიგის დეტალური პროგრამის შედგენის მიზნით.

კონსერვატორების საარჩევნო კამპანია ეკონომიკურ საკითხებსა და მიგრაციის შემცირების დაპირებაზე იყო ფოკუსირებული, ოლაფ შოლცის “სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას კი მინიმალური ხელფასის გაზრდა სურს და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე მერცის ხედვას ეწინააღმდეგება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს