„საქსტატი“ - 2024 წელს, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა - ქვეყნის ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 354.8 ათასით განისაზღვრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს ადგილობრივი ტურიზმის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 354.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 638.7 ათასი ერთეული შეადგინა.

ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 5.9 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.5 პროცენტით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

„2024 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 735.8 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.5 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.6 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.8 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 14.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2024 წელს ვიზიტების უმრავლესობა (51.4 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 373.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 340.3 ათასი ვიზიტი თვეში).

2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 300.0 მილიონი ლარით, რაც 7.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 5.4 პროცენტით და 183.1 ლარს გაუტოლდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება