რუსებმა უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას, 27 თებერვლის საღამოდან, „შაჰედის“ და სხვა ტიპის 208 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, 204-მა მათგანმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 107 დრონი ხარკოვში, პოლტავაში, სუმიში, კიევში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, ვინიცაში, ჟიტომირში, კიროვოჰრადში, დნიპროპეტროვსკში, ზაპორიჟიესა და მიკოლაივის ოლქებში ჩამოაგდეს.

ამასთან, 97 დრონი ლოკალურად უარყოფითი შედეგების გარეშე დაიკარგა.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები რუსეთის ქალაქებიდან : ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან, შატალოვოდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი