პაატა დავითაია - რუსეთი სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურას რეგულარული  ჩქაროსნული მატარებლით პირდაპირ უკავშირებს რუსეთის ფედერაციას - მოვუწოდებ, „ქართულ ოცნებას“ დაარღვიოს დუმილის რეჟიმი

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის და დაპირისპირების ფონზე, ყურადღების მიღმა რჩება ანექსიის პროცესი - ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რეგულარული ჩქაროსნული მატარებლის დანიშვნა ამისი კიდევ ერთი სიგნალია, რომელიც ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას შეფასებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ოკუპირებული ტერიტორიის საბოლოო ანექსიამდე მივყავართ და მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ დუმილის რეჟიმის დარღვევისკენ და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება, რაც ჩვენი საზოგადოების, პირველ რიგში კი, ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება. ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩქაროსნულ მატარებელს, რომელიც დადიოდა მარშრუტით სოჭი-გაგრა მარშრუტით და ძირითადად შემოჰყავდა რუსი ტურისტები, დაემატა სოხუმი და ბაბუშერას აეროპორტი. როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურა პირდაპირ დაუკავშიროს რუსეთის ფედერაციას, ამ მატარებლის საშუალებით და მოხდეს ადლერის აეროპორტის განტვირთვა. სოხუმში ჩამოსული მგზავრი ამ მატარებლით პირდაპირ მოხვდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

მოვუწოდებ, „ქართულ ოცნებას“ დაარღვიოს დუმილის რეჟიმი და მოახდინოს რეაგირება იმ პროცესებზე, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის პროცესი, რომელსაც რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების საბოლოო ანექსიისკენ მივყავართ“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი