ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს სენატორებთან შეხვედრით დაიწყებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დღეს სენატორებთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა თეთრ სახლში ვაშინგტონის დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) დაიწყება.

შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის მოკლე განცხადებები გაკეთდება, ვაშინგტონის დროით დაახლოებით 13:00 საათზე (თბილისის დროით, 22:00 საათზე) აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მანამდე კი, ისინი ე.წ. წიაღისეულის ხელშეკრულებას გააფორმებენ.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰადსონის ინსტიტუტს ეწვევა, შემდეგ კი უკრაინული თემის წარმომადგენლებს შეხვდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი