ქეთი ხუციშვილი - სიცრუეა რუსეთის დაზვერვის ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზადაა ახალგაზრდებს აქციებზე დგომისთვის ფული გადაუხადოს - არალეგიტიმური ხელისუფლების პროპაგანდა რუსეთისას ემთხვევა და შეთანხმებას ჰგავს

ეს არ არის დამთხვევა, უკვე დიდი ხანია ჰგავს შეთანხმებას. სამწუხაროდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოაცხადა, პირდაპირ ხდება მიზანმიმართული, სრული დამთხვევა პროპაგანდასა და ქმედებებში, - ასე აფასებს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს აქციებზე გამოსვლისთვის.

ქეთი ხუციშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო დაზვერვის ეს განცხადება სიცრუეა.

„რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე, როგორც რუსეთის მთელი პროპაგანდა და სამწუხაროდ, ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლების პროპაგანდა, რომელიც მეტად და მეტად ემთხვევა რუსეთისას.

ჩვენ ვხედავთ, თავდადებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ღამეებს ატარებენ ქუჩებში, რომლებიც მიუხედავად რეპრესიებისა, პოლიტიკური პატიმრების მატებისა მაინც გამოდიან და იბრძვიან. ეს ის, არის, რასაც რუსეთი ცდილობს გაავრცელოს და სამწუხაროდ, ის არის, რასაც ასევე იმეორებს დე ფაქტო ხელისუფლება”, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს. მათივე ცნობით, დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადების თანახმად, “ბრიუსელს დაქვემდებარებული” ქართული და ევროპული მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებული არიან ბლოგერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, IT სპეციალისტებისთვის, საქართველოში გადასული რუსებისთვის “ტვინის გამორეცხვაზე” - ისტორიებით “ერთიან ევროპასთან თანამშრომლობის უპირატესობებზე” და “ქართული ოცნების” მიერ არჩეული “პოლიტიკის პრორუსული ვექტორის” ჩიხზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება