თავდაცვის სამინისტრო - სამხედროები ასუფთავებენ სოფლებამდე მისასვლელ გზებს, მოსახლეობას აწვდიან საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს, უწევენ სამედიცინო დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში გადაჰყავთ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში უკვე მეოთხე დღეა აქტიურად მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გურიისა და იმერეთის რეგიონებში სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ეხმარებიან. ისინი შესაბამისი ტექნიკით ასუფთავებენ სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელ გზებს, მოსახლეობას აწვდიან საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს.

„ჯარისკაცები მოქალაქეებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც ეხმარებიან.

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად არის ჩართული დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებისა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა. სამხედროები საჭიროების მქონე პირების - მოხუცების, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო, დროებით ადგილსამყოფელში გადაყვანას უზრუნველყოფენ. ისინი მოსახლეობას პირველად სამედიცინო დახმარებასაც უწევენ და, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობენ ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. საკოორდინაციო შტაბისგან მიღებული დავალებების შესრულებას კრიტიკულ მიმართულებებზე თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა შესაბამისი ტექნიკით აგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს