მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე - მეტი ყურადღება თემურ ქათამაძეს!

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოშიმშილე აქტივისტს თემურ ქათამაძეს თხოვნით მიმართავს, შიმშილობა შეწყვიტოს. ამის შესახებ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მეტი ყურადღება თემურ ქათამაძეს! მინდა ვთხოვო შიმშილობა შეწყვიტოს, ის ძლიერად და მხნედ ჭირდება ყველას!- ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს.

რაც შეეხება აქტივისტ თემურ ქათამაძეს, ის 16 იანვრიდან იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება