გია ვოლსკი - ახალგაზრდებს უნდა ასწავლო ევროპაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ მათ აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ - ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს

ახალგაზრდებს უნდა ასწავლო ევროპაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ - ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს.

ვოლსკი ამბობს, რომ არ იცის, კონკრეტულად რას მოიცავს ელჩის საუბარი, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ „სიკეთე აქედან არ მიგვიღია“.

მისივე თქმით, საქართველოს არაფერი დაუშავებია იმის გარდა, რომ თავის ინტერესებს იცავს.

„არასრულწლოვანებთან შეხვედრა, რასაკვირველია, ცუდი არ არის, იმ შემთხვევაში, თუ კარგს უყვები, სწორად ელაპარაკები, სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირზე, ზოგადად, საქართველოს მისწრაფებებზე. უნდა ასწავლო ევროპაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და იმ ჯახებისთვის ამზადებენ, რომელშიც სამწუხაროდ, მათ შორის, სკოლის მოწაფეები და ახალგაზრდა ხალხი, სტუდენტები არიან ჩართული. ეს არის უმსგავსობა. არ ეკადრება ევროკავშირს, არ ეკადრება მის ელჩს და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს არაფერი დაუშავებია იმის გარდა, რომ თავის ინტერესებს იცავს. არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია, აბსოლუტურად დიდი სიცრუეა, რომ აქ არჩევნები გაყალბდა. მოდის შემდეგი წლები, მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე ვფიქრობ, სერიოზული დაფიქრება მართებს ყველას - ახალგაზრდებსაც, მათი ოჯახის წევრებსაც, რა უნდა ქვეყანას, საით არის გადარჩენის და სამშვიდობოზე გასვლის გზა. არ ვიცი კონკრეტულად რას მოიცავს მისი საუბარი, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიკეთე აქედან არ მიგვიღია. დახარჯულია უშველებელი რაოდენობით თანხები იმისთვის, რომ ახალგაზრდების მობილიზაცია მომხდარიყო რადიკალური პროტესტების პროცესში, მათი მონაწილეობის ორგანიზებისათვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის