გია ვოლსკი - შეამჩნიეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახალი სცენარი „ქაჩავს“ იქით, რომ როგორმე გავიდეს „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრიდან - რეალურად, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს

შეამჩნიეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახალი სცენარი „ქაჩავს“ იქით, რომ როგორმე გავიდეს „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრიდან - უნდათ, რომ გაჰყვნენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „რეალურად, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს და ესაა ადამიანების გაერთიანება, რომელიც გარკვეული ინტერესების საფუძველზე, საკუთარ ქვეყანას უტევს“.

„დღეს შეიძლება იჩხუბონ, ხვალ შეიძლება შერიგდნენ, ერთმანეთი შეამკონ ბილწი სიტყვებით, ხვალ შეიძლება ერთმანეთს მოეფერონ. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უსამშობლო ადამიანთა გაერთიანება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი ის, რომ არ არსებობს საქართველოში ოპოზიცია. ეს არის გაერთიანება ადამიანებისა, რომლებიც გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ საკუთარ ქვეყანას. ეს არ არის ოპონირება. ოპონირება შეიძლება ყველა თემაზე: მედიათავისუფლების, ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის შესახებ, თუმცა ასეთი რამ არ გაგვიგია. უკვე წლების მანძილზე, ჩვენ ოპოზიციის გარეშე ვარსებობთ. ოპოზიცია, რომელიც იყო პარლამენტში, სრულიად საბოტაჟის რეჟიმში იყო ყოველთვის. ჩვენ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არასდროს გვინახავს. ერთი იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „გირჩი“ რაღაც თემებთან დაკავშირებით მსჯელობდა, ისიც მათი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევა არ გვქონია. აქ არის ლაპარაკი გააფთრებულ ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ ამოცანას, როგორმე ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალონ. დამთავრდა, აქ ოპონირება დამთავრებულია. თუკი პოლიტიკურ სივრცეში გამოვა ახალი ძალა, რასაკვირველია, ისიც ძალიან საეჭვოა, რომ აი, ამ ფერხულში არ ჩაებას. რადიკალური ოპონირების კი არა, არამედ, რევოლუციური პროცესის ფერხულში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია