დავით ფაცაციამ აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრები გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე მოქალაქეებმა მინისტრთან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასა და განსახლების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისი პროექტები განხორციელდება.

„აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მზაობითა და აქტიური ჩართულობით, ბევრი საკითხის გადაჭრა უკვე შევძელით და აქტიურად ვაგრძელებთ ამ ფორმატით მუშაობას იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს დევნილ მოქალაქეებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრება”, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება