მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ძირითადი მაგისტრალები თითქმის გაწმენდილია, ვცდილობთ, მივიდეთ ყველა სოფლის ცენტრში, საიდანაც მერის წარმომადგენლები მოსახლეობას მედიკამენტებს და სურსათს მიაწვდიან

მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდა, აღარ თოვს, რაც ძალიან კარგია სტიქიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, შესაბამისად, სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სპეციალური დანაყოფი ვერტმფრენის მეშვეობით აღმოუჩენს დახმარებას ადამიანებს, რომელთა სოფლებში მისვლაც ჯერ ისევ რთულია.

„ძირითადი მაგისტრალები თითქმის უკვე გაწმენდილია, რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, ეს არის შიდა სოფლის გზები, აქ მუშაობა ძალიან რთულია. ვცდილობთ, მივიდეთ ყველა სოფლის ცენტრში და ცენტრალურ ნაწილში, სადაც ძირითადად არის ხოლმე განთავსებული ადმინისტრაციული შენობები, როგორიც არის ბაღი, სკოლა, მოვახდინოთ ბაზირება, საიდანაც მერის წარმომადგენლები მედიკამენტებს და სურსათს მიაწვდიან მოსახლეობას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული რამდენიმე ტრაილერი, რომელიც ასეთ პირობებში აუცილებელია“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო